მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - იმედი არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში - გარეთ რაღაცებს რომ გააკეთებენ მხოლოდ პიარის საფუძვლად, აღარ ჭრის, ყველა ყველაფერში გაერკვა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევრო რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ ჩართვა რეკომენდაციების საბოტაჟია.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია, რომ აღნიშნული საქმე აკეთოს და დამატებით მოდელირებული ჯგუფები ამას ვერ გააკეთებენ.

„ეს არის ევრორეკომენდაციების საბოტაჟი. როგორც არ უნდა შეფუთონ, საბოტაჟს ჰქვია საბოტაჟი. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ სამივე პარტია პარლამენტში გამიჯნულია ამ პროცესისგან, ეს არის საბოტაჟის ლუსტრაცია და ამას სხვანაირი შეფასება ვერ ექნება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აღნიშნულ ნაწილს სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მდარე პიარით უნდათ, დაალაგონ და შეფუთონ ევრორეკომენდაციების საბოტაჟი. პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია, რომ ეს საქმე აკეთოს და დამატებით მოდელირებული ჯგუფები ამას ვერ გააკეთებენ. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში. გარეთ რაღაცებს რომ გააკეთებენ მხოლოდ პიარის საფუძვლად, ეს აღარ ჭრის, რადგან ყველა ყველაფერში გაერკვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს