მამუკა მდინარაძე - ბევრი ტურისტი კარგია, ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ყველამ დაიმახსოვროს

ბევრი ტურისტი არის კარგი. ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდება.

„რაც შეეხება დამოკიდებულებას, არანაირი არსებითი ცვლილება არ არის, არც ტურისტი არ არის იმდენი, რომ საგანგაშო იყოს, თან ტურისტია. როდესაც „ფეიკები“ ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 10% უკვე არის რუსების სახით შემოსული, 10% არ არის, არის 7% და ისიც ტურისტული მიზნით, უმრავლესობა გასულია და ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. რუსიც შემოდის, უკრაინელიც, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდანაც, ევროპიდანაც და ეს ძალიან კარგია. ბევრი ტურისტი არის კარგი. ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს.

მეორე, ძალიანაც უნდათ, რომ ტურიზმი ჩავარდეს, ეკონომიკა ჩავარდეს და ა.შ, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო პოზიცია გვაქვს- საქართველო არასდროს გახდება ე.წ. შავი ხვრელი, რომელზეც ჩემი კოლეგა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტში საუბრობდა, რომელზეც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობდა. არავინ მიაყენოს საქართველოს შეურაცხყოფა, რომ ის როდისმე „შავი ხვრელი“ გახდება ან ახლა არის. მტკიცებულება ათასჯერ მოვითხოვეთ და რეალური განცხადების სახით პასუხი ვერასდროს დაგვიბრუნეს. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ასეთს ვერ მოიტანდნენ, სანქციების გვერდის ავლაც არ ხდება. საქართველო „შავი ხვრელი“ არ არის და არც არასდროს იქნება. ამის სურვილი შეიძლება ვიღაცებს აქვთ, რომ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას „დაარტყან“ . საქართველოს „გაშავება“ უნდათ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება „გააშავონ“, მაგრამ ასეთი საქართველოში არ ხდება, თორემ ამის მილიონ მტკიცებულებას მოიტანდნენ. ერთი რამ არის მთავარი-ტურისტი, ეკონომიკა არის სხვა სფერო და ის სიბინძურე, რასაც ამ ქვეყანას აბრალებენ, აბსოლუტურად სხვა, ეს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების მატებითაა განპირობებული. კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა