ბესო ნამჩავაძე - რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება, საფრთხის შემცველია  - მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, შეამციროს, ჩვენთან პირიქით მოხდა

რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება, საფრთხის შემცველია - ომის დაწყების მერე, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაზრდილია ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.

როგორც ნამჩავაძემ აღნიშნა, ფულადი გზავნილების ზრდა აიხსნება იმ მიზეზით, რომ რუსები საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან.

„ჩვენი კვლევა ბევრ სფეროს მოიცავს და მათ შორის არის ტურიზმიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წლებია უკვე ამას აკვირდება, უკრაინაში ომის დაწყებამდეც, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია. ამაზე მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა და ცდილობენ, ეს დამოკიდებულებები შეამცირონ, ეს ჩვენთან ახლა პირიქით მოხდა. ომის დაწყების მერე, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა”, - ეს არის ტურიზმი, ფულადი გზავნილები, რუსული კომპანიები, იმპორტი.

ფულადი გზავნილების ზრდას თავისი მიზეზი აქვს: ერთი არის, რუსებს, რასაც ჩვენ ტურისტებს ვეძახით, სინამდვილეში საცხოვრებლად გადმოდიან.

2019 წელს მართლა ტურისტებად ჩამოდიოდნენ ძირითადად, ერთი-ორი კვირა ჩერდებოდნენ და გადიოდნენ, ახლა რომ შემოდიან, დიდი ნაწილი რჩება. ამას ადასტურებს თუნდაც 6400 კომპანია, რომელიც აქ დააფუძნეს“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა