პარლამენტის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და რატი იონათამიშვილმა USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციების „მაკ-ჯორჯიას" და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მომსახურების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ასევე, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების საქმიანობისა და მომსახურების სტანდარტი განიხილეს.

„აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დაფუძნებული და მათ მიერ მართული ორგანიზაციაა, რომელიც შექმნილია შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის საჭირო მომსახურების განვითარების მიზნით. აღნიშნულთან ერთად, ორგანიზაცია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინაშე თემის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

შეხვედრაში შშმ პირთა თემის, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა