მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა პოზიცია შეიცვალა და დანაშაულს აღარ აღიარებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა პოზიცია შეიცვალა და ამჯერად ის დანაშაულს აღარ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბეროზაშვილმა გასულ სხდომაზე მშობლების მკვლელობა აღიარა და ბრალს სრულად დაეთანხმა, მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მოსამართლეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ბრალდებულის დის, თამარ ბეროზაშვილის განცხადებაც წარუდგინა, რომელშიც ბეროზაშვილი მისი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით სხდომის დახურვას ითხოვდა, რადგან ეს მათ პირად ცხოვრებას ეხებოდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

როგორც პროკურორმა გრიგოლ ბიბილეიშვილმა განმარტა, დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც, ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

მოსამართლე გიზო უბილავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შუამდგომლობის უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა