გორგი ცაგარეიშვილი - თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ 12 კი არა 32 პუნქტი დაგვიდეთ შესასრულებლად ან 132, ეს ხომ არასერიოზულია

თავი დავხაროთ მონური სულისკვეთებით და ვთქვათ, რომ აგერ კისერზე წამოგვარტყით კიდევ უფრო მტკივნეულად?! თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ 12 კი არა 32 პუნქტი დაგვიდეთ შესასრულებლად, ან 132 - ეს ამბავი ხომ არასერიოზულია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვებს, რომელსაც “ქართული ოცნება” სვამს ლეგიტიმურია და მას პასუხები სჭირდება. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ აინტერესებს, რა იყო რეალური მიზეზი, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო მაშინ, როცა "უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ამას იმსახურებდა.

"კითხვები, რომელიც ჩვენგან ისმევა არის ლეგიტიმური და ამას სჭირდება პასუხები, ასევე ლეგიტიმური უნდა იყოს პასუხების მოთხოვნა. იმ პრობლემებზე ვითხოვ პასუხს, რაც ყველას გვადარდებს ამ ქვეყანაში, როდის დასრულდება ჩვენი საკითხის განხილვა ევროკავშირში, რა იყო რეალური საფუძველი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს და ა.შ. ამაზე ვდარდობთ, ვფიქრობთ, ამიტომ არის შექმნილი სამუშაო ჯგუფები და ამ ე.წ. საშინაო დავალებასაც, შევასრულებთ და შემდეგ დაველოდებით დასკვნებს. ჩვენი მოსაზრება და ურყევი რწმენაა, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, არ ვთქვათ ეს?! თუ ამას იმსახურებდა და ეს არ მივიღეთ, თავი დავხაროთ მონური სულისკვეთებით და ვთქვათ, რომ აგერ კისერზე წამოგვარტყით კიდევ უფრო მტკივნეულად?! თუ ამას ვამბობთ და ხმამაღლა ვამბობთ, ეს როგორ შეიძლება?! არა, თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ 12 კი არა 32 პუნქტი დაგვიდეთ შესასრულებლად, ან 132 - ეს ამბავი ხომ არასერიოზულია,"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ შეურაცხყოფასა და კითხვის დასმას შორის არის საკმაოდ დიდი განსხვავება, ამ განსხვავევებს ოპონენტები ვერ ამჩნევენ.

"ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კითხვის დასმის უფლება, ამიტომ ყველა უნდა შეეგუოს შინაურიც და გარეულიც, რომ იქნება ამგვარი კითხვები, შეიძლება ეს ვიღაცისთვის არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა შევეჩვიოთ ამას, ისევე როგორც თქვენ მისვამთ ხოლმე უმწვავეს კითხვებს, ასევე შეგვიძლია დავუსვათ კითხვები, მათ შორის, ჩვენს მეგობარ დიპლომატებს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს. თუ ეს კითხვები შერაცხულია შეურაცხყოფად, ესეც ცუდის ნიშანია, ეს იმის ნიშანია, რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ „დაღვინდა“ და ვერ შეეჩვია, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს კითხვის დასმის უფლება ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს. დანარჩენი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, ვიღაცას ეს სიამოვნებს, ვიღაცას არ სიამოვნებს. მე არ მგონია ეს აზიანდებდეს ურთიერთობებს და ყველას გასაგონად უნდა დავსვათ კითხვები, რომ მივიღოთ პასუხები, აბა "ამირან გულში მღეროდაო", ჩაკეტილად და კულუარულად საუბარი საზოგადოების ზურგს უკან არამართებულად მიმაჩნია. არის კითხვები, რომელიც არ ისმის და ესეც შენებულად კეთდება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს