ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი -  ბიძინა ივანიშვილი ამ კანონით ოლიგარქად არ მიიჩნევა

დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი - ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარამეტრებში არ ჯდება, ოლიგარქად არ მიიჩნევა - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ კანონის კოპირებას არ გეგმავენ და უნდა მოარგონ ქართულ რეალობას, ასევე კონტექსტიც შესაძლოა განსხვავებული იყოს, ხომ არ გეგმავს „ქართული ოცნება“ მის მიერ შემუშავებული ვარიანტი გაგზავნოს ვენეციის კომისიაში, ოხანაშვილი ამბობს, რომ ეს არ იქნება ლოგიკური.

"ეს კანონი ევროკომისიამ მოიწონა უკრაინასთან მიმართებით და არის მოთხოვნა მის იმპლემენტაციაზე, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება. ამასთანავე იქნებ ვენეციის კომისიამ დადოს დასკვნა უკრაინულ მოდელზე, რომელიც გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში (უკრაინის მიერ).

კონტექსტი და პრინციპები არის ყველგან ერთი და იგივე, როცა საუბარია გარკვეული გავლენების შესუსტებაზე და რისკების პრევენციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას აქვს უკვე გაგზავნილი, იგივე მოდელის ჩვენი მხრიდან მეორედ გაგზავნა არ არის ლოგიკური. ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი, ვინაიდან, არ აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ისეთი საკითხები შევიტანეთ, რაც ვენეციის კომისიისთვის თუ ევროკომისიისთვის არ იქნება მისაღები”,- აღნიშნა მან.

ევროკომისიამ არ გაიზიარა ევროპარლამენტის პოზიცია და ის საკითხს უყურებს სისტემურად. ყველა ვინც საუბრობს სუბიექტებზე, ბიძინა ივანიშვილზე, ეს არის ევროკომისიის საწინააღმდეგო პოზიცია. ჩვენ კი არ ვამბობთ ამას რომ ეს მათ [სააკაშვილი, კეზერაშვილი და ხაზარაძე] შეეხება, ამას ვამბობთ უკრაინული კანონის პრინციპებზე დაფუძნებით. უკრაინული კანონის პრინციპები პირდაპირ თავსებადია ამ პირებთან, ვინც დაასახელეთ, ეს ადამიანები ამ კანონით მიიჩნევიან ოლიგარქებად, ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარამეტრებში არ ჯდება, არ მიიჩნევა ოლიგარქად", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა