იენს სტოლტენბერგი - თუ ვლადიმერ პუტინი გაიფიქრებს, რომ ნატო-ს ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს გამარჯვების უფლება არ უნდა მისცენ.

მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს გაუკეთებს იგივეს, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, ამ შემთხვევაში ამ პროცესებში სრულიად ნატო იქნება ჩართული.

„ჩვენს ინტერესებშია, რომ ასეთი ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას არ მიაღწიოს. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იქნება, თუ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის იქნება. ეს არის ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიში ვითარება. თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაიფიქრებს მაინც, რომ ნატო-ს ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, შემდეგ სრულიად ნატო დაუყოვნებლივ იქნება ჩართული. ეს მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე თავდასხმა არ არის. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და სამყაროს ისეთ წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია