სერგო ჩიხლაძე - დეოლიგარქიზაციის კომისიის თავმჯდომარე რომ ოხანაშვილი იქნება, მასში შესვლა არის თავის აგდება - ან თავს იგდებ, ან „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობ, ან დაბალი გონებრივი შესაძლებლობების ხარ, ვისაც უნდა, ეწყინოს

საინტერესოა, რატომ მოიტანს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა დეპოლარიზაციას?! ეს ყველაფერი ცოტა არასერიოზულია - ანეკდოტია, როდესაც დეპოლარიზაცია ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ "მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნავენ, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, „მოქალაქეებს“ და „გირჩს“ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ.

“უკვე ანეკდოტია. საინტერესოა, რატომ მოიტანს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა დეპოლარიზაციას?! ეს ყველაფერი ცოტა არასერიოზულია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ამ აბსურდს ხელს ვერ მოვაწერდით.

როდესაც მთელი დასავლეთი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, ამომრჩეველი, ვითხოვთ, რომ დაგვანებოს თავი ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს საქართველოს პოლიტიკას და ჩაეხსნას, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა შემოვიდეს, ამაზე მოგვიწერეთ ხელიო. ამაზე ხელს როგორ მოვაწერთ. ანეკდოტია, როდესაც დეპოლარიზაცია ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.

ამ ორი ჯგუფის - ელისაშვილის „მოქალაქეების“ და იაგო ხვიჩიას „გირჩის“ პოზიციები ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციისგან განსხვავდება. მოვითხოვეთ რიგგარეშე სესია, კომიტეტები, მათ თქვეს, რომ ეს საჭირო არ არის. მოვითხოვეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მათ თქვეს, რომ არა, არ შემოგვიერთდებიან. ახლა ითხოვენ მიშა წავიდეს და ბიძინა დაბრუნდეს, გაურკვეველი სქემები - არასერიოზულია ეს. აბა, სხვას რას ითხოვს „ქართული ოცნებიდან“ გასული „ქართული ოცნების“ ჯგუფი. ისინიც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ითხოვენ. საოცარი მდგომარეობაა. მე არ ვიცი, რა იხარშება ბიძინა ივანიშვილის ტვინში და „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოში. დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდება, ფაქტი ფაქტად რჩება. ეს ადამიანი არის გადაწყვეტილებების მიმღები“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

ამასთან, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ "დეოლიგარქიზაციის" სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ „ასეთ კომისიაში შესვლა თავის აგდებაა“.

„ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორიც კი არ იყო მიწვეული. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო სექტორის განცხადებები, ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგის განცხადება, რომლებიც იქ აზრს ვერ ხედავენ. ეს პროცესი „ჩაიფუშება“, პროცესი არც დაწყებულა. ოხანაშვილი, რომ იქნება დეოლიგარქიზაციის კომისიის თავმჯდომარე, ანუ, ოხანაშვილი ეტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეტყვის კობახიძეს და მდინარაძე თავს დაუკრავს. ასეთ კომისიაში შესვლა არის თავის აგდება. არ არის საჭირო ოპოზიციონერი იყო, თუ ამ პროცესში შედიხარ ან თავს იგდებ, ან „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობ, ან დაბალი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი ხარ. სხვა ახსნა არ არის. ვისაც უნდა იმას ეწყინოს“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

გარდა ამისა, ის ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ნათქვამი იყო, რომ იანვარ-ივნისში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 240 000 ადამიანს შეადგენს. როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რუსი ტურისტების „უსისტემოდ და „უპრაგონოდ“ შემოსვლა არ შეიძლება.

„ჩვენი, სტრატეგია აღმაშენებლის მოთხოვნაა, რომ ასე უსისტემოდ და „უპრაგონოდ“ ამ ხალხის შემოსვლა არ შეიძლება. ტურისტზე არ არის საუბარი. კობახიძეს, კალაძეს და სხვებს სურთ, რომ შემოგვაჩეჩონ და „შემოგვატენონ“ რომ ეს ასობით ათასი ადამიანი ტურისტია, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. ტურისტს არავინ ეწინააღმდეგება. ტურისტია, როდესაც 1-2 კვირით წახვალ, თვეებით რომ ჩამოდიან და წლობით ქირაობენ სახლებს და ყიდულობენ, ეს ტურიზმია?! ეს არის რუსული ექსპანსია. ეს არის კრემლის გეგმა. მათი დევიზი იყო საქართველო ქართველების გარეშე. ამ გეგმის განხორციელების ნაწილი. 20% ოკუპირებული აქვთ, ტერიტორიის ნაწილი მცოცავი ოკუპაციით მიისაკუთრეს. ახლა ასობით ათასი ადამიანი შემოვიდა“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო