გიორგი ხელაშვილი - წლებია ვიხვეწებით, რომ ათვისებული ყოფილიყო საქართველო, მაგრამ დასავლეთი უგულებელყოფდა ამ სატრანზიტო დერეფანს - ახლა გამოფხიზლდნენ, მაგრამ რისი მიწოდებაც აზერბაიჯანს შეუძლია, ზღვაში წვეთია

ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია უკრაინის ომის გამო, მაინცდამაინც დრამატულად არ შეცვლილა, არის მოთხოვნის გარკვეული ზრდა ჩვენს ტრანზიტთან დაკავშირებით. ათეული წლებია ვთხოვთ და ვეხვეწებით დასავლეთს, რომ მაქსიმალურად იქნას ათვისებული საქართველო და კავკასია, როგორც ალტერნატიული იმპორტის წყარო ევროკავშირში, თუმცა დასავლეთი გარკვეულწილად უგულებელყოფას უკეთებდა ამ სატრანზიტო დერეფანს. ახლა უკვე გამოფხიზლდნენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ იყენებს საქართველო საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებს იმ ფონზე, როცა ქვეყნის ტრანზიტული ფუნქცია უკრაინაში ომისა და ენერგეტიკული პრობლემების ფონზე კიდევ უფრო გაზრდილია.

გიორგი ხელაშვილმა უშუალოდ სამხრეთის გაზის დერეფანთან მიმართებაში, რისი მეშვეობითაც აზერბაიჯანმა ევროპას ბუნებრივი აირი გაორმაგებულად უნდა მიაწოდოს, აღნიშნა, რომ ის, რა მოცულობის გაზიც აზერბაიჯანს შეუძლია ევროპას მიაწოდოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჭიროებებთან შედარებით „ზღვაში წვეთია“.

„ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია უკრაინის ომის გამო, მაინცდამაინც დრამატულად არ შეცვლილა, არის მოთხოვნის გარკვეული ზრდა ჩვენს ტრანზიტთან დაკავშირებით. ათეული წლებია ვთხოვთ და ვეხვეწებით დასავლეთს, რომ მაქსიმალურად იქნეს ათვისებული საქართველო და კავკასია, როგორც ალტერნატიული იმპორტის წყარო ევროკავშირში. დასავლეთი გარკვეულწილად უგულებელყოფას უკეთებდა ამ სატრანზიტო დერეფანს. ახლა უკვე გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა. თუ შევხედავთ იმ უზარმაზარ პრობლემას, რაც ევროკავშირს უდგას ენერგეტიკასთან დაკავშირებით, ზღვაში წვეთია რეალურად ის, რაც შეუძლია აზერბაიჯანს მიაწოდოს. 2000-იანი წლების დასაწყისში, ცენტრალური აზია დასავლეთისთვის იყო ამოუწურავი რესურსების წყარო. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გავმხდარიყავით ცენტრალური გზაგამტარი აზიისკენ, 2003 წელს მათი ყურადღება გადავიდა, ჯორჯ ბუშის დროს, რომელმაც უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ახლო აღმოსავლეთში, ერაყის სახით და ამის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩვენი რეგიონი დასავლეთის მიერ, გეოპოლიტიკურად აღმოჩნდა უგულებელყოფილი. საუბედუროდ, როდესაც ხანძარი ჩნდება, შემდეგ გვიანია. ეს ხანძარი უკვე არის. პუტინმა მოახერხა, რომ დასავლეთის სვლა ცენტრალური აზიის მიმართულებით შეეჩერებინა და დასავლეთმაც ვერ გამოიჩინა სათანადო პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ბოლომდე მიჰყოლოდა 90-იან წლებში დაწყებულ უზარმაზარ პროექტს. დასავლეთის დღევანდელი მცდელობები კარგია, რომ გამოფხიზლდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეიძლება ზღვაში წვეთი აღმოჩნდეს იმ პრობლემებთან შედარებით, რაც დასავლეთს დღეს აქვს“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა