გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, 2008 წელს გაყიდულ საძოვარ ფართობებთან დაკავშირებით კვლავ ხმაურია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, 2008 წელს გაყიდულ საძოვარ ფართობებთან დაკავშირებით კვლავ ხმაურია.

სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი კვლავ ითხოვს გაყიდული საძოვარი ფართობების სოფლისთვის უპირობოდ დაბრუნებას და მიწის მფლობელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს.

ამ წუთებში სადაო მიწის ფართობში შეკრებილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ხვდება.

სოფლის კუთვნილი 75 ჰა. საძოვარი ფართობები 2008 წელს გაიყიდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც მალევე მიწის ფართობი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასხვისა, აღნიშნული სავარგულები გასულ წელს კიდევ ერთხელ გაიყიდა.

ცნობისთვის, ზეღდულეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით, გასული წლის განმავლობაში საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მიმდინარე წლის იანვარში, მიწის ამჟამინდელმა მესაკუთრემ მზადყოფნა გამოთქვა, ზეღდულეთში მდებარე სადაო ფართობის ნაწილი - 30 ჰექტარი სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცა სოფლისთვის, თუმცა, სოფლის მოსახლეობის ნაწილისთვის ეს წინადადება მიუღებელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს