ანრი ოხანაშვილი - თუ ვინმე „ოკუპაციის შესახებ“ კანონს დაარღვევს, რეაგირება იქნება, თუმცა არ არის სწორი, რომ ადამიანები კონკრეტული ნიშნის მიხედვით დავყოთ

ნებისმიერი პირი, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, რუსი, ბელარუსი, ამერიკელი, გერმანელი თუ ვინ, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე: „არ გიყვარდეს ოკუპანტი, მათთვის პრობლემაა თუ არა“, ოხანაშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმე „ოკუპაციის შესახებ“ კანონს დაარღვევს, რეაგირება იქნება, თუმცა არ არის სწორი, რომ ადამიანები კონკრეტული ნიშნის მიხედვით დავყოთ.

„ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა იყოს გარანტირებული, ყველაფერი სხვა არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არ არის სწორი მიდგომა, როცა ადამიანებს ყოფ კონკრეტული ნიშნის მიხედვით. თუ ვინმემ დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რა თქმა უნდა, იქნება რეაგირება და უნდა იყოს. თუ ვინმე რაიმე ქმედებას განახორციელებს, ამაზეც საჭიროა რეაგირება და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის საჭირო საზოგადოებაში გაღვივება აღქმის და არა ფაქტის, რომ თურმე უკონტროლოდ ხორციელდება ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა