სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის აშშ-სთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა აშშ-სთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს, მაგრამ „იმ ფარგლებში, რომელიც ადრე შეთანხმებული იყო სახელმწიფოს მეთაურების მიერ“.

„არსებობს სპეციალური არხი, რომელზეც პრეზიდენტები შეთანხმებულნი არიან. თუკი ამერიკელები გადაწყვეტენ კვლავ მიმართონ სახალხო დიპლომატიას და გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები, რომ ახლა აპირებენ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას, ეს მათი საქმეა, მათი პრობლემაა“, - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელები „ვერ იტანენ" მშვიდ და პროფესიონალურ მუშაობას ბევრ თემაზე“.

პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ პატიმრების გაცვლის პირობების განხილვისთვის არხზე ორი ქვეყნის ლიდერი ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შეთანხმდა.

რუსეთში გუშინ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თებერვალში იგი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, რადგან ხელბარგის შემოწმებისას კანაფის ზეთი აღმოუჩინეს. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში ცნო.

ამასთან, რუსეთში სასჯელს იხდის, აშშ-ის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს. მას თავისუფლების აღკვეთა 16 წლით მიესაჯა. თეთრ სახლი მიიჩნევს, რომ ის და გრაინერი უკანონოდ არიან დაკავებული.

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონი მოსკოვს მათ გაცვლას სთავაზობს ვიქტორ ბუტზე, რომელიც აშშ-ში იარაღის უკანონო ვაჭრობის გამო გაასამართლეს, მაგრამ მათივე ინფორმაციით, რუსეთმა სხვა თანამემამულე მოითხოვა.

55 წლის ვიქტორ ბუტი, 2008 წელს მის დაპატიმრებამდე, მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ძებნილი იყო. ის ცნობილი იყო მეტსახელებით „სიკვდილით მოვაჭრე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა