ზაზა ბიბილაშვილი გიორგი ხელაშვილის განცხადებაზე - რას ნიშნავს, დასავლეთს სთხოვ, რომ გაემიჯნოს ვიღაცას შიდა პოლიტიკურ პროცესში? ბოდიში და თავი ხომ არ მიგირტყავს?

არსებობს რაღაცები, რაზეც შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს და არსებობს ნაძირლობა - პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი და ჩვეულებრივი ნაძირლობა, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზაზა ბიბილაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს, გაემიჯნოს და უარი თქვას ისეთ „რადიკალურ ელემენტებთან“ თანამშრომლობაზე, როგორებიც „ეკა გიგაური და ელენე ხოშტარია არიან“.

ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება „შეგნებული პროპაგანდისტული დანაშაული და ნაძირლობაა“.

„ერთ-ერთ ამონარიდში იყო, რომ „რადიკალურ ჯგუფებს ნუ ხვდები, ეს გამოიწვეს სამოქალაქო ომს, რაც რუსეთის ჩართვას იწვევსო“, ეს რადიკალური ჯგუფი თურმე ყოფილა გიგაური. ეს არის ნაძირლობა. ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის შეგნებული პროპაგანდისტული დანაშაული ჩვენი ხალხის წინაშე. გადაცემამდე ვსაუბრობდით 90-იან წლებზე და ჩვენ მართლა გამოვლილი გვაქვს ომი, როდესაც რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქ შიგნით ომი ყოფილიყო და საქართველო მაქსიმალურად დაესუსტებინა. დღეს რაზე საუბრობენ? სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ ლიდერს ნუ შეხვდებით, რადგან ეს გამოიწვევს ომსო - ეს ხომ შეუძლებელია?

ამბობენ ხოლმე - „ეს რეგვენია, ის სულელია“. ჩვენ არ ვსაუბრობთ სულელ ადამიანებზე. ჩვენ ვსაუბრობთ გამოცდილ, კომპეტენტურ ადამიანებზე, რომლებიც ამას შეგნებულად აკეთებენ. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის ორკესტრირებული, კარგად ორგანიზებული ანტიდასავლური კამპანია. რას ნიშნავს, დასავლეთს სთხოვ, რომ გაემიჯნოს ვიღაცას შიდა პოლიტიკურ პროცესში? ბოდიში და თავი ხომ არ მიგირტყავს? დასავლეთი მართლა რომ არ ეჭიდებოდეს ქართველ ხალხს, ამათ ეტყოდათ, რომ „ბოდიში, მაგრამ შენი ადგილი სხვაგან, სხვა კალათაშია“, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დასავლეთმა კარგად იცის ქართველი ხალხის ადგილი სად არის, ჩვენი სურვილები რაში გამოიხატება, ჩვენი მისწრაფებები რა არის და ამის გამო არ გვიშვებს ხელს, როგორც ქვეყანას, თორემ ჩვენი ხელისუფლება დღეს ისე იქცევა, როგორც რუსეთის რომელიმე გუბერნიაში რომელიმე გუბერნატორი მოიქცეოდა, როდესაც ვიღაც „ბაბუშკები“ გამოჰყავს პუტინს და სისულელეებს ალაპარაკებს. ეს არის „ქართული ოცნება“ როდესაც ხან კარლ ბილდს ეძახიან კრიმინალს, ხან მის ცოლს ესხმიან თავს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს იცავს გარე საფრთხეებისგან უკვე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს, გაემიჯნოს და უარი თქვას ისეთ „რადიკალურ ელემენტებთან“ თანამშრომლობაზე, როგორებიც „ეკა გიგაური და ელენე ხოშტარია არიან“.

როგორც ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, „სანამ დასავლეთის მხრიდან ამ რადიკალურ ელემენტებთან თანამშრომლობა გაგრძელდება, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება“. მისივე თქმით, „რადიკალებს საქართველოში პოლიტიკური ჟანგბადი უნდა გადაეკეტოთ, რადგან სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა