ნინო თანდილაშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” (WEESC) დეტალები და სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების დაფინანსებით მიმდინარეობს, შემუშავდა დამატებით საპილოტე პროგრამა ქალებისათვის. აღნიშნული საპილოტე პროგრამა გულისხმობს თანადაფინანსებას სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნით. პროგრამა მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება; თანადაფინანსებას კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო გასცემს.

როგორც შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს საპილოტე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკურად არააქტიური ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გენდერული მეინსტრიმინგის საკითხს და სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხრიდან მხარდაჭერას.

შეხვედრას პროგრამის „ქალთა ეკონომიური გაძლიერება“ (WEE) ანალიტიკოსი ნანი ბენდელიანი და პროგრამის სპეციალისტი დიონ ბატერსბი ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს