მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც გვაქვს მონაპოვარი სასამართლო ხელისუფლების, ინიდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტ გარანტიებზე ვისაუბროთ

მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც გვაქვს მონაპოვარი სასამართლო ხელისუფლების, ინიდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ, დავაფასოთ, გავუფრთხილდეთ და ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტ გარანტიებზე,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სასამართლო რეფორმაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან დღეს დამოუკიდებელია.

"დღეს სასამართლოს პოლიტიკა არ მართავს და ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა. სამუშაო პროცესში აუცილებელია კონსტრუქციული დამოკიდებულება, ყველას მოტივაცია და იმაზე ფიქრი, როგორ გავაუმჯობესოთ საკანონმდებლო ჩარჩო იმ თვალსაზრისით, რომ იყოს გაცილებით მეტად შექმნილი მექანიზმები მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის და გარანტიები, რასაც მოქმედი კანონმდებლობაც ადგენს. არ ღირს ბევრი დრო დავკარგოთ პრობლემების არსებობა-არარსებობაზე საუბარზე, უნდა ვიმსჯელოთ, კანონი უფრო ეფექტური როგორ გავხადოთ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, როცა ევროკავშირის რეკომენდაციებში საუბარია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებლობაზე, როგორ ესმით ეს, სარჯველაძე პასუხობს, რომ აუცილებელია სასამართლოს, როგორც სერვისის მიმწოდებლის გაუმჯობესება და შენარჩუნება და დაფასება იმ "მონაპოვარის, რაც არსებობს სასამართლოს ხელისუფლების, ინიდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით."

"ერთ- ერთი განსახილველი საკითხი უნდა იყოს სასამართლოს როგორც სერვისის მიმწოდებლის სტანდარტების გაუმჯობესება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც გვაქვს მონაპოვარი სასამართლო ხელისუფლების, ინიდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ, დავაფასოთ, გავუფრთხილდეთ და ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტ გარანტიებზე. მაგალითად, რაღაც მიმართულებით შესაძლებელია კანონმა განსაზღვროს დამატებით ფუნქციები,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო