მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ  სახალხო დამცველი ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს - ვერ გავიგე საიდან მოიტანა სიტყვა „სიყვარული“? ან სიყვარული ვინ სთხოვა ან სიყვარულის დადასტურება, რა სიგიჟეა?

სამწუხაროა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, რაც ბუნებრივია.

როგორც მდინარაძემ აღნიშნავს, ეროვნული ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელეა და ქსენოფობია.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნის, საქართველოს სახალხო დამცველი ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, მასში ერთვება. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში. ვერ გავიგე საიდან მოიტანა სიტყვა „სიყვარული“? ალბათ, სპეკულაციისთვის სჭირდებოდა. ან სიყვარული ვინ სთხოვა, ან სიყვარულის დადასტურება ვინ თხოვა, რა სიგიჟეა? საუბარია იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ქვეყანა და ხელისუფლება ეროვნული ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელეა და ქსენოფობია.

ამასთან, როდესაც ვიღაც პროვოკატორი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის წარმომადგენელია პროვოკაციაზე მიდის კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულას უწერს, უნდა მივხვდეთ რომ ის პროვოკატორია. ნაციონალიზმს და ეროვნულობას კი არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც პროვოკატორია, რომელიც მედლის მეორე მხარეა“,- აღნიშნავს მდინარაძე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქსენოფობია, მითუმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ მიუღებელია. ამასთან, დასძენს, რომ უკვირს „რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ? ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა