ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარია არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას გაუგონარს უწოდებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნინო ლომჯარია არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი.

„ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს წარმოუდგენელია. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით მან ეს დაადასტურა“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ბუნებრივია.

„ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ? ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ - არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობიას აქვს ადგილი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო