მამუკა მდინარაძის განცხადებით, არანაირი „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვები არ არსებობენ, ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები

არასწორია, როდესაც მმართველი გუნდი და ოპოზიცია ცალ-ცალკე მუშაობს, რადგან თუ საპარლამენტო 8 ჯგუფიდან 5 არის ჩართული ლეგიტიმურ პროცესში და 3 არის გასული ცალკე და ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟს აწარმოებს, რაღაც პარალელური და მოდელირებული პროცესის ეგიდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

მდინარაძის თქმით, მის მიერ ნახსენებ 3 ოპოზიციური პარტიაში 3 „პირობითი ციფრია“, რადგან მოხდა სრული ლუსტრაცია. მდინარაძემ აღნიშნა, რომ „არანაირი „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვები არ არსებობენ და არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები“.

„სახელმწიფოს როდესაც რეკომენდაციას მისცემს ევროპული სტრუქტურა, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ეს აღიქმება ყველგან, რომ უნდა გააკეთოს სახელმწიფოს წარმომადგენლობამ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო განშტოებამ, შესაბამისად, პარლამენტი არის ლეგიტიმური ორგანო და ამას აკეთებს. როგორც ვხედავთ, ინტენსიური მუშაობა მიდის ყოველდღე. დღეს მიხეილ სარჯველაძემ ჩაატარა პირველი ბრიფინგი. 1 სექტემბერს იყო დაანონსებული ეს ინიციატივა და ის დაინიცირდა ვადაზე ადრე. ყოველდღიურად მიდის ამაზე მუშაობა, ამ დროს კი ესენი [ოპოზიცია] პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და ხალხსაც ასე აცხოვრებენ და თვითონაც პარალელურ პროცესებში მონაწილეობენ. ეს არის საბოტაჟის გამართლების მცდელობა მათი მხრიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა