ირაკლი კობახიძე - როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა

როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება ამაზე რეაგირება ექნება.

“ როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი ეს არის გოიმობა. რაც შეეხება განცხადებებს და კანონის დარღვევას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ვინც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება, ამას რეაგირება ექნება. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“,- აღნიშნავს კობახიძე.

როგორც კობახიძე განმარტავს, ქსენოფობიური კამპანის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ჩამოყალიბებაა.

„ქსენოფობი არის გოიმობა. უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და გარდა ამისა, ეთიკურ სტანდარტს... ქსენოფობია და შოვინიზმი საშიში იმიტომ არის, რომ მას კონკრეტული მიზანი აქვს. მიზანი არის საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. ძალიან ბევრი წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, კაბინეტებში რა შეხვედრები იყო ამაზე ვერ ვისაუბრებ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში არის რუსეთის 110 ათასამდე მოქალაქე, რაც სამჯერ ნაკლებია 2019 წლის სტატისტიკაზე. ეს არის რეალური ციფრები, რაც ადასტურებს, რომ არავითარი რისკი და პრობლემა არ არსებობს. ჩვეულებრივი ტურისტული ნაკადია. ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი. ახლა ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ვის რაში სჭირდება ამ პრობლემის თითიდან გამოწოვა, თუ ვინმეს ხელოვნურად არ უნდა პრობლემის შექმნა“,- აღნიშნავს კობახიძე.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა