ლევან ბეჟაშვილი - „ანტიკორუფციული მოძრაობა“ დააჯარიმეს იმისთვის, რომ ის აკრიტიკებს ხელისუფლებას - სასამართლომ სიმართლის თქმა 15 ათას ლარად შეაფასა და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ ქვეყანაში სიმართლის თქმა 15 ათას ლარად შეაფასა და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს პრაქტიკისთვის, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ანტიკორუფციული მოძრაობა“ 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ დააჯარიმეს იმისთვის, რომ ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და აქვეყნებს საგამოძიებო მასალებს, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი.

"გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო "ანტიკორუფციულ მოძრაობასთან“ მიმართებაში და ანტიკორუფციული მოძრაობა დააჯარიმა 15 ათასი ლარით. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ჩაატარა სპეციალური გამოძიება, რითაც დადგინდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავშირდება იმ შუამავალ კომპანიებს, რომელსაც უჩა მამაცაშვილი კურირებდა. ასევე "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" დაადგინა ე.წ. ტრანსნაციონალური ქსელის ქართული კომპონენტი "ქოლ ცენტრების" სახით ასევე უჩა მამაცაშვილის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. სწორედ ეს არ აპატიეს "ანტიკორუფციულ მოძრაობას" და სასამართლომ „ქართული ოცნების“ და უჩა მამაცაშვილის დავალებით, პირდაპირ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პრაქტიკულად, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ დააჯარიმეს იმისთვის, რომ ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და აქვეყნებს საგამოძიებო მასალებს, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი. ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი დღითიდღე მძაფრდება და მყარდება. ეს გადაწყვეტილებაც ავტოკრატიული რეჟიმის ნათელი გამოხატულებაა. დღეს ქვეყანაში სიმართლის თქმა 15 ათას ლარად შეაფასა სასამართლომ და მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს პრაქტიკისთვის. ბუნებრივია, მაქსიმალურ დახმარებას გამოვუცხადებთ "ანტიკორუფციულ მოძრაობას" იმისთვის, რომ მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, მათ შორის ევროპულ სასამართლოში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ სიმართლე თავის გზას არ იპოვის", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს