სერგო ჩიხლაძე უჩა მამაცაშვილის სარჩელზე- ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ იდევნება თავისუფალი და კრიტიკული აზრი ქვეყანაში

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე სასამართლოს მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელის დაკმაყოფილებას ეხმიანება.

ჩიხლაძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ იდევნება თავისუფალი და კრიტიკული აზრი ქვეყანაში და რომ ეს არის დადასტურება, რომ სასამართლო ოლიგარქიული რეჟიმის მსახურებაშია.

"დღეს სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობა 15 000 ლარით დააჯარიმა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იდევნება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ სასამართლო არის ოლიგარქიული რეჟიმის მსახურებაში და მკაცრად სჯის ყველას, ვინც ოლიგარქის და მისი „კლანის“ გაკრიტიკებას, კითხვების დასმას გაბედავს. მოსამართლის გადაწყვეტილება არის პირდაპირი ცენზურის დაწესება ყველა იმ ადამიანზე და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც კრიტიკული კითხვებით ხელისუფლებას მიმართავენ და რომლებიც ამ ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობას აპროტესტებენ. დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემის დეკლანიზაცია და რეფორმირება არის ამ უსამართლობის წამალი", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს