გიორგი ვაშაძე - ქსენოფობია უკრაინელი ლტოლვილების სახლებიდან გამოყრაა და არა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემის მოთხოვნა

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

ვაშაძის თქმით, უკრაინელი ლტოლვილების გამოყრა არის ქსენოფობიური საქციელი და არა რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის მოთხოვნა.

„ქსენოფობია უკრაინელი ლტოლვილების სახლებიდან გამოყრაა და არა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩვენი ღირსების და სუვერენიტეტის პატივისცემის მოთხოვნა!” - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა". როგორც კობახიძე აღნიშნავს, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება ამაზე რეაგირება ექნება. მისივე თქმით, ქსენოფობიური კამპანის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ჩამოყალიბებაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა