ექიმის ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.

„52 წლის მამაკაცი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი გალდავა დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა