ზურაბ ჯაფარიძე - პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში - არა „შევიკრიბეთ და დავიშალეთ“, არამედ ისეთი ტიპის პროტესტი უნდა იყოს, რომელიც გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე

საბოლოო ჯამში, პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში და ისეთი ტიპის პროტესტი უნდა იყოს, რაც ხელისუფლებას ხელს შეუშლის ქვეყნის მართვაში. არა „შევიკრიბეთ და დავიშალეთ“, არამედ ისეთი პროტესტი, რომელიც გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ერთადერთი გზა, რამაც „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ძალაუფლება დაათმობინოს, ქუჩის პროტესტია.

„არ ვიცი, რა იქნება სექტემბერში, ის, რომ შეიძლება ოპოზიციის გეგმა არსებობდეს, სექტემბრიდან ეს მოხდება, ასეთი რამ არ არის. არსებობს ალბათობა, რომ საპროტესტო ტალღასავით იყოს, თუმცა, კონკრეტულად რა იქნება, თქმა გამიჭირდება. ბევრი რამ ჯერ კიდევ გააზრების სტადიაშია. ჩვენი პარტია ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში, პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში და ისეთი ტიპის პროტესტი უნდა იყოს, რაც ამათ ხელს შეუშლის ქვეყნის მართვაში. არა „შევიკრიბეთ და დავიშალეთ“, არამედ ისეთი პროტესტი, რომელიც გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე და ა.შ. ერთადერთი გზა, რომ ამათ დაათმობინო ძალაუფლება, სხვას აზრი არ აქვს და ნაცადია ბევრჯერ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა