მამუკა მდინარაძე - ვინც ასეთ კამპანიას გეგმავს: „რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ, იქნებ ამ გზით მაინც ავრიოთ", ოკუპანტზე უარესი

"რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ, ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ" - ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს.

„ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას! დასკვნების გამოტანა რთული არ არის!“- წერს მდინარაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს