მიხეილ სარჯველაძე გიორგი კალანდარიშვილზე - პრეზიდენტი შეიძლება ცდილობდეს ოპოზიციას თავი მოაწონოს, მაგრამ ამის გამო, ცუდი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არასწორია

ჩემი ვარაუდით, ღმერთმა ქნას, ეს მეშლებოდეს, პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა მოიპოვოს, ამ თვალსაზრისით დგამს ხოლმე ნაბიჯებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ოპოზიციის შექების სურვილით მცდარი გადაწყვეტილებების მიღება სწორი მიმართულება არ არის.

„სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ორჯერ კონკურსის შედეგად წარმოადგინა ეს კანდიდატურა, გაზიარებული იქნა პარლამენტის მხრიდან და მისმა კარიერმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აჩვენა, რომ ხარვეზები მის კარიერაში არ ფიქსირდება, საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად ითანამშრომლა მათ შორის, ყველა პოლიტიკურ აქტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საკმაოდ წარმატებული იყო, რამდენიმე პროექტი, მათ შორის, იმპლემენტაციის პროცესი ახლად მიღებული კანონებისა, ვფიქრობ, ეს განაპირობებდა საკმაოდ კარგი შანსების ქონას, ობიექტურად და ცხადად ჩანს, რომ ეს ასეა. ბუნებრივია, ასეთ ფონზე, არ მგონია, რამე ისეთი რამ შეიძლება ყოფილიყო ამ კანდიდატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც გადამაფიქრებინებდა და სხვა კანდიდატზე არჩევანს გამაკეთებინებდა. რაც შეეხება პრეზიდენტმა რატომ შეიცვლა ეს დამოკიდებულება 2-ჯერ წარმოდგენის შემდეგ და რა ბზარი გაუჩნდა მის აქამდე რწმენას ამ კანდიდატთან მიმართებაში, ეს ალბათ, პერზიდენტმა უნდა ახსნას. თუმცა, ამ მიმართულებით არაფერი გვსმენია, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაშიც გაურკვევლობა არის. მე მეჩვენება და ვარაუდს გამოვთქვამ, ღმერთმა ქნას, ასე არ იყოს, რომ რაღაც დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა იმისთვის, რომ ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან, არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობაა, რადგან ლოგიკურად, საფუძველშივეა მცდარი ამ გზით სიარული, როცა უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამის გამო შეიძლება, არ შეგაქოს. ოპოზიციის შექების სურვილით მცდარი გადაწყვეტილებების მიღება ვფიქრობ, სწორი მიმართულება არ არის, რასაც შუეძლია რეზულტატად დეპოლარიზაცია მოიტანოს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხებ იმას, როგორი იქნება მმართველი პარტიის დამოკიდებულება წარმოდგენილ კანდიდატებთან მიმართებაში, სარჯველაძე პასუხობს, რომ ამას განხილვა სჭირდება.

„თუმცა, ძალიან სერიოზულად დავფიქრდებით იმასთან დაკავშირებით, რომ არ ავყვეთ ასეთ დესტრუქციულ ნაბიჯებს არც ერთი მხარისგან შემოთავაზებულს. მე პირადად, მგონია, რომ მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი რომელიმე წარმოდგენილი კანიდატურის მხარდასაჭერად არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი ამოცანაა საუკეთესო კანდიდატი შევარჩიოთ და არა ოპოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატი. დეპოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, ჩემი ვარაუდით, ღმერთმა ქნას, ეს მეშლებოდეს, პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა მოიპოვოს, ამ თვალსაზრისით დგამს ხოლმე ნაბიჯებს. ასეთ ფონზე, მეჩვენება, რომ ეს არასწორი მიმართულება აქვს არჩეული. მესმის, კარგია, შეიძლება რომ ცდილობდეს ოპოზიციას თავი მოაწონოს, მაგრამ ამის გამო, ცუდი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არასწორია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო