ბაჩო დოლიძე ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე - პრეზიდენტის ინსტიტუტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ალბათ, კინკლაობაა

ალბათ, კინკლაობაა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის“, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადებით დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შორის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ არის.

როგორც დოლიძე განმარტავს, „სავარაუდოდ, პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“ რომ მათი კანდიდატი სიაში ვერ მოხვდა“.

„ალბათ, კინკლაობაა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება, გამოცხადდება ახალი კონკურსი, თუ პარლამენტი მიიღებს კანდიდატებს. ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია, სახელები და გვარები საქართველოში არ განაპირობებს დამოუკიდებელი ინსტიტუტის სტატუსს“,- აღნიშნავს დოლიძე.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს