ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. ის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გმობს და მათ ბირთვული წესების უპასუხისმგებლო დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ეს ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევაა და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული წესების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა