კუბილიუსი და იუკნევიჩიანე - შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც მჟღავნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დააზიანოს ქვეყნის შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც მჟღავნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დააზიანოს საქართველოს შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე აგვისტოს ომის 14 წლისთავის აღსანიშნავად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ.

მათი თქმით, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა სახის თავდასხმებისგან, არის ყველაფრის გაკეთება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პირობის შესრულება უახლოეს მომავალში და ეს უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციითა და დასრულდეს დეოლიგარქიზაციით.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ის თუ როგორ ცდილობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაამტკიცონ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ამტკიცებს კიდეც ფაქტს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია.

„14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთუის სამხედრო ძალები საქართველოში საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევით შეიჭრნენ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ეს იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიული ომის უპირველი მაგალითი სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ გამოიჩინა მკაფიო და ადეკვატური რეაქცია კრემლის ამ აგრესიული ქმედების მიმართ. აქედან გამომდინარე, რუსეთმა გააგრძელა მისი მტრული და აგრესიული პოლიტიკა - 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და მოახდინა ყირიმის არალეგალური ანექსია. და კიდევ 8 წლის შემდეგ, მან წამოიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წარსულის გაკვეთლები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა წარმოადგინოს ყველა აუცილებელი დახმარება და სტიმული მისცეს საქართველოს, ევროკავშირის წევრობისკენ სავალ გზაზე, რათა მან დაძლიოს შიდა პოლიტიკური განხეთქილება, მიაღწიოს დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციას. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ კრემლის ძირითადი მიზანია ოკუპაციის ქვეშ მოაქციოს საქართველოს სრული გეოპოლიტიკური ნება, რათა საქართველომ აღარ ეძიოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც მჟღავნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დააზიანოს საქართველოს შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში. ერთადერთი გზა, რომ საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა სახის თავდასხმებისგან, არის ყველაფრის გაკეთება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პირობის შესრულება უახლოეს მომავალში, და ეს უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციითა და დასრულდეს დეოლიგარქიზაციით. ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი ფენომენია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც აქვს კონკრეტული გავლენა, იმიტომ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდცერები გამოდიან მის დასაცავად.

ევროპარლამენტი ელის კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, რათა შესრულდეს ევრული საბჭოს მიერ დამტკიცებული პიროებები და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომელშიც ისინი ადანაშაულებენ ყველაფერში აშშ-ს მოქმედ ელჩსა და ევროკავშირის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს საქართველოში.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მიაღწიონ 12 პირობის იმპლემენტაციას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძია, გახდეს მოწინავე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თუ ამ მიზნისთვის უნისონში იმუშავებენ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი ხალხის!“- ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა