რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე, კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება - ამის შესახებ თურქეთში კანადის საელჩო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ორი ქვეყანა ამაყად იზიარებს თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარული ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“ , – აღნიშნულია თურქეთში კანადის საელჩოს განცხადებაში.