პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა.

,,ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ვედრება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი აღვავლინეთ ჩვენ სავედრებელი და ვთხოვთ დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა იმ განსაცდელებისაგან, რომელიც აქვს და ეწვევა ხოლმე.

ჩვენ ვილოცეთ, მოვიხსენიეთ ჩვენი გარდაცვლილები, ის ადამიანები რომლებმაც თავისი ქვეყნის სამსახურისათვის მსხვერპლად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე", - განაცხადა მეუფე ისაიამ.

პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა