უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთმა უკრაინაში 27 000-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან რუსეთმა უკრაინაში 27 203 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაფიქსირებულია ომის კანონებისა და წესების 26 190 დარღვევა, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების - 73, ომის პროპაგანდის - 28 დარღვევა და სხვა ტიპის 912 დანაშაული.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რეგისტრირებულია 12 724 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის 1 451 სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა