აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო დღის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ცეცხლი სულ მცირე 12-ჯერ გახსნეს

სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო დღის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ცეცხლი სულ მცირე 12-ჯერ გახსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ბასარკეჩერის, გარაკილსისა და გორუსის რაიონების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი ინციდენტი მოხდა. კიდევ ოთხი ინციდენტი დაფიქსირდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით დისლოცირებულები არიან რუსი სამშვიდობოები, როდესაც სომხური უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა ქალბაჯარის, გორანბოის და ფუზულის მიმართულებებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციების ცეცხლი გაუხსნეს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიას პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები არ განუცდია.

„ყველა შემთხვევაში, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ღონისძიებები განახორციელეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025