სოზარ სუბარი - სალომე ზურაბიშვილი რა ლოგიკას მიყვება, გაუგებარია - გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობდა

სალომე ზურაბიშვილი რა ლოგიკას მიყვება, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია - გიორგი კალანდარიშვილი არის ადამიანი, რომლის მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა შეაფასა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ნარატივს იმეორებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს.

სუბარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები იმ ლოგიკაში არ ჯდება, რასაც ქვეყნის სტაბილური განვითარება ჰქვია.

სალომე ზურაბიშვილის ლოგიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გიორგი კალანდარიშვილი არის ადამიანი, რომლის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებით, რაიმე გაყალბებასთან, ან რაიმე დარღვევებთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობდა. შესაბამისად, რა ლოგიკას მიყვება სალომე ზურაბიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუმცა გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ის იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს. მათი მიზანი არის ამ ქვეყანაში რამენაირად სიმშვიდე არ დამყარდეს და მუდმივი არეულობა იყოს. სალომე ზურაბიშვილი, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამე არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც ქვეყნის სტაბილური განვითარება ჰქვია და ეს ნაბიჯიც ამ ლოგიკის გაგრძელებაა,“ - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს