ირაკლი ქადაგიშვილი - რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ნიკა მელიას გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი გახდა "ნაცმოძრაობა"

რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ნიკა მელიას გულზე მჯიღის რტყმაზე?! - პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა "ნაციონალური მოძრაობა",- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს".

ქადაგიშვილის განცხადებით, უმჯობესია, ნიკა მელიამ თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და ამ ისტორიას სხვას ნუ გადააწერს.

"ნიკა მელია არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხომ? მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს. ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი. "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვსო" და "შუბლზე ძარღვი არ აქვს", რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ, რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მის ამ გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“. მისი თქმით, "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს