მიხაილო პოდოლიაკი - ზელენსკი შესაძლოა “დიდ ოცეულს“ დაესწროს, თუკი პუტინიც იქნება სამიტზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა შემოდგომაზე, ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე გაემგზავროს, თუკი მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს და სამიტებში მონაწილეობა ონლაინ ფორმატშია შესაძლებელი. თუმცა, თუ პუტინი ღონისძიებაზე მივა, უკრაინის დელეგაციამ უნდა განიხილოს მათი ყოფნის შესაძლებლობა უშუალოდ სამიტზე.

„პუტინის ყოფნა სადმე, ნებისმიერ სამიტზე ირიბად ნიშნავს, რომ სამიტის ორგანიზატორები აკანონებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს. მსგავს იერს მისცემს ამ ყველაფერს: „შეხედეთ, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს ჰქონდა უფლება მოსულიყო და უკრაინელი ბავშვები დაეხოცა“, - განმარტა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ინდონეზიის პრეზიდენტმა უკრაინა ნოემბერში G20 სამიტზე მიიწვია. სწორედ ამ ქვეყანაში გაიმართება G20-ის შემდეგი სამიტი. ,,დიდი ოცეული” 19 ქვეყანას და ევროკავშირს აერთიანებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა