გრიგორი კარასინი - ბოლო პერიოდში შემაშფოთებელია ევროკავშირის, ამერიკის და შვეიცარიის სწრაფვა, ჩაშალოს ჟენევის დისკუსიების მუშაობა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიას აშკარა სურვილი აქვს, ჩაშალოს ჟენევის დისკუსიების მუშაობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.

„მთავარი შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას, 2008 წლიდან მოწვეული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია, რომლებშიც მონაწილეობენ სოხუმის, ცხინვალის, თბილისის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით“, - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, სულ ჩატარებულია 55 რაუნდი „დატვირთული დიალოგითა და მწვავე დისკუსიით“. კარასინმა ჟენევის დისკუსიებს სადაზღვევო ბადე უწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ბოლო პერდიოში შემაშფოთებელია ევროკავშირის, ამერიკის და თავად შვეიცარიის სწრაფვა, ჩაშალოს ამ დისკუსიების მუშაობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საბაბით. უკანასკნელი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან მიზანმიმართული პროვოკაცია შეიძლება გამოიწვიოს. ამდენად, სააკაშვილის აგრესიის მორიგი თარიღის აღნიშვნისას, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, როგორ აღვკვეთოთ მსგავსი რამ მომავალში“ - აცხადებს გრიგორი კარასინი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს