„ღორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს

ხულოსა და გურიის დამაკავშირებელ 30 კილომეტრიან მარშრუტზე ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეებმა მარკირებული ტურისტული მიმართულება მანქანებითა და ნაწილობრივ ცხენებით დაფარეს.

„ღორჯომი მთა-ლეკნარი კურორტი-ბახმარო“ - ასე ჰქვია სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტულ მარშრუტს, რომელიც გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს. ხულოსა და გურიის დამაკავშირებელ 30 კილომეტრიან მარშრუტზე ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ინფოტურის მონაწილეებმა მარკირებული ტურისტული მიმართულება მანქანებითა და ნაწილობრივ ცხენებით დაფარეს. ინფოტური სოფელ ღორჯომიდან დაიწყო და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე დასრულდა.

ღორჯომის ხეობაში, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. უკვე მზადაა პროექტი, რომელიც გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს.

ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა