გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები  აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონმდებლობის თაობაზე ისაუბრეს, რომლის აღსრულების ნაწილში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ექსპერტიზის უზრუნველყოფა გარკვეულ სირთულეებს იწვევს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თაობაზე.

„ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის საელჩოსთან გენდერული თანასწორობის მიმართულებით ყოველთვის წარმატებული და ნაყოფიერია. ასევე შემიძლია დავახასიათო ეს შეხვედრაც, სადაც ძირითადი სასაუბრო თემა იყო ქალთა მიმართ ძალადობის კანონმდებლობა, რომლის აღსრულების ნაწილში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ექსპერტიზის უზრუნველყოფა მათთვის გარკვეულ დისკომფორტს და ტრავმირებას იწვევს, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალი ექსპერტების ნაკლებობაა, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ მიერ სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან უკვე ჩატარებული შეხვედრით და დღეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ამგვარი ექსპერტიზის სათანადო ხარისხის და დროული მიწოდების ძალიან კარგი მოდელები რაც ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროპის რიგ ქვეყნებში კარგად მუშაობს და გვინდა ჩვენს შემთხვევაშიც შემოვიღოთ. ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ ინიციატივის ფარგლებში საელჩოს მხრიდან გამოითქვა მზდყოფნა, რომ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე ექსპერტების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს პოზიტიურ და მნიშვნელოვან ცვლილებებამდე და შედეგებამდე", - განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საელჩოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი, INL-ის სტრატეგიული მრჩეველი სამართალდაცვით სფეროში ერიკ საივეკი, INL-ის სამართალდამცავი პროგრამის კოორდინატორი ნინო მარდალეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა