ნინო ლაცაბიძე - ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი პრინციპი არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ჩვენი ქალაქის განვითარება და  წინსვლა

რუსთავის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, კერძოდ რამდენიმე მილიონით გაზრდის საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა ბიუროზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სხდომას რუსთავის მერი დასწრებოდა და მათ კითხვებზე პასუხი გაეცა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს სხდომაზე მივიდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

როგორც ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღეს რუსთავში ძალიან სამწუხარო რეალობაა, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად არის მოწადინებული, რომ რაც შეიძლება მეტად შეაჩერონ განვითარების პროცესი, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს და ამას თითოეული რუსთაველი ხედავს.

,,დღეს რუსთავში 80 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქალაქისთვის და დამატებით 14 მილიონი ლარის პროექტებზე შევიტანეთ ბიუჯეტში ცვლილება საკრებულოში დასამტკიცებლად. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გააჟღერა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ არ დავესწრებოდი სხდომას, საფრთხე იყო ამ საკითხების ჩაგდების. ეს იყო მათი პრინციპული მოთხოვნა მივსულიყავი და თავად წარმედგინა ეს საკითხები. ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი პრინციპი არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა, ის პროექტები, რომლებიც ძალიან ბევრ რუსთაველს ეხება, ამიტომ დღეს მე მივედი სხდომაზე, თუმცა ამაზე შინაარსობრივად მსჯელობის საშუალება არ მომეცა და ეს ყველამ კარგად ნახა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძის თქმით, მისთვის ოპოზიციის არცერთი პრინციპი და მოთხოვნა, არასდროს არ იქნება უკანდასახევი, როდესაც ეს რუსთავს და რუსთაველებს ეხება.

,,მე მივალ ყველგან და შევაღებ ყველა კარს, როდესაც საუბარია რუსთავის განვითარებაზე და წინსვლაზე. სიცრუეა, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფებოდით, როგორც გითხარით ჰქონდათ ერთგვარი ულტიმატუმი, სხდომაზე საკითხს არ გაიტანდნენ თუ არ დაესწრებოდა მერი, მეც მივედი, თუმცა მათი მხრიდან არცერთი კითხვა, რომელიც ეხებოდა ჩვენს მოქალაქეებს, ეხებოდა ჩვენს ქალაქს დასმული არ იყო. ის დემაგოგია, რომელიც მათ აქვთ პოლიტიკურ ჭრილში, ამ დემაგოგიას აგრძელებენ სამწუხაროდ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა