სერგო ჩიხლაძე - რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი, რადგან "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ორი წლის ვადა საქართველოს სრულ რუსიფიკაციას ნიშნავს

ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი, რადგან კიდევ ორი წლის ვადა "ქართული ოცნებისთვის" ნიშნავს საქართველოს სრულ რუსიფიკაციას,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელდება. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები ვერ შესრულდება და მმართველი გუნდის შექმნილი სამუშაო ჯგუფებიც რეალურად ფასადურია.

"ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფებიდან არაფერი გამოვა, რადგან ეს ფასადური ჯგუფებია, რომელიც რეალურად არ არის მიმართული რაიმეს შესრულებისკენ. მოვისმინეთ "ქართული ოცნებისგან", რომ 19 აპრილის შეთანხმებით მიღებული კანონმდებლობაც კი გადაიხედება და უკან იქნება წაღებული საარჩევნო კომისიის არჩევის წესი. ამიტომ "ქართულ ოცნებასთან" ასეთ პირობებში ვერანაირი თანამშრომლობა ვერ შედგება. მთავარია, რომ ჩვენი მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან შემუშავებული იქნება ყველა მიმართულებით ძირეული პაკეტები, ხოლო მათი აღსრულება მოხდება მას შემდეგ, როგორც კი "ქართული ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება. მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდება. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა, მე პირადად ვფიქრობ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი, რადგან კიდევ ორი წლის ვადა "ქართული ოცნებისთვის", ეს ნიშნავს საქართველოს სრულ რუსიფიკაციას,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო