ხატია დეკანოიძის  შეფასებით, „ქართული ოცნება“ მზადაა შეცვალოს ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რაც საგანგაშოა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დადგა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს.

მისი თქმით, მმართველმა ძალამ აირჩია დახურული ფორმატები და არაფორმალური ჯგუფები.

"ქართული ოცნება" დღემდე უარს ამბობს საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაზე და განსახილველად გამოტანაზე, რაც რეალურად, ასევე არის დიდი უკან დახევა დემოკრატიული პროცესისთვის. სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ ამ ვითარებაში აირჩია სრულიად საპირისპირო, ეს არის დახურული ფორმატები, რეგლამენტის გარეშე, მმართველ ძალაზე მორგებული არაფორმალური ჯგუფები, რომელსაც ასევე თავმჯდომარეობენ ზუსტად მმართველი ძალის წარმომადგენლები, რომელსაც არავითარი სანდოობა არ გააჩნიათ, რომელშიც ვერ ხვდება სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი", -განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესასრულებლად პროცესში მხოლოდ იმიტაციურ როლს ასრულებს, რასაც უმრავლესობის გუშინდელი განცხადებაც ადასტურებს.

"ეს განცხადება არის საგანგაშო. ისინი მზად არიან შეცვალონ ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია და მოიცავს თავმჯდომარის ხმებით დანიშვნას. მმართველი ძალის ინტერესშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები გვეუბნება, არამედ არჩევნების ოლიგარქიული სისტემის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება. დღემდე "ქართულმა ოცნებამ" ამ იმიტაციური პროცესის შემდეგ ვერ წარმოუდგინა ქართულ საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვერცერთი პროცესი, უფრო მეტიც ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის პროცესი, რომელიც არის დახურული, არასაჯარო და საქართველოს კანონმდებლობის მიღმა",-განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდში ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა, „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის წესით გამოვლენილ, ცესკო- ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების კანდიდატურებს პრეზიდენტი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3 - იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო- ს თავმჯდომარისა და წევრების 2/3- ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3- იანი კვირუმით არჩეული ცესკო- ს თავმჯდომარე თანამდებობას 5 წლიანი ვადით იკავებს, ხოლო უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული - 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ ცესკო- ს დაკომპლექტების არსებული მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა