ანრი ოხანაშვილი - თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუნდის შიგნით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„არსებობს წესი, როდესაც პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს და შემდგომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული წესი ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არ განიხილება, რომ წესი შესაძლოა, მსჯელობის საგანი გახდეს. თეორიულად ნებისმიერი წესის შეცვლა არის შესაძლებელი. თეორიულად შესაძლებელია ოდესღაც ვიმსჯელოთ - დღეს ეს საკითხი არ განიხილება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს