ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წარმოუდგენელია

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წარმოუდგენელია.

დეკანოიძის თქმითვე, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის საკითხი მათთან განხილვის თემა არ ყოფილა.

„ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან, უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მიხეილ სააკაშვილი ფაქტორია საქართველოს პოლიტიკაში - მისი პიროვნება მისი ისტორიიდან გამომდინარე, მისი აწმყო - ფაქტორია საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება მის ღია მონაწილეობას არჩევნებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მისი პიროვნების, მისი პირადი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლების გადასაწყვეტი, ამიტომ მხოლოდ მისი სოციალური ქსელიდან, სტატუსებიდან და ა.შ. ან რამდენიმე ადვოკატის განცხადებიდან არ ვიმსჯელებდი. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. ის არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ჩვენ, როგორც პარტიას, მის მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არამხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი გვაქვს წლების განმავლობაში, არავითარი განცხადება პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან მისი სურვილის შესაბამისად. ეს არ ყოფილა განხილვის თემა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც ძალიან აინტერესებს.

„არაბუნებრივი იმაში, რომ მას ახლა უკრაინის მოვლენები ძალიან აინტერესებს, ამ ძალიან მძიმე და უკრაინისთვის უდიდესი გამოწვევის და პრაქტიკულად, რუსეთის ღია აგრესიის ფონზე, რა თქმა უნდა, ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება