საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანაა. მსუბუქი საგადასახადო სისტემა, კონკურენტუნარიანი ფასები, შენაძენის გაფორმების მარტივი პროცედურა და ტურისტული ბაზრის განვითარება ქმნის მოთხოვნას როგორც ახალ აშენებულ კომპლქსებზე მუდმივი ცხოვრებისთვის, ისე საინვესტიციო უძრავ ქონებაზე.

პირველადი უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში აქტიურად ვითარდება. მიუხედავად 2020 წლის პანდემიის ფონზე მვეთრი ვარდნისა, 2021 წელს დაფიქსირდა ბაზრის სწრაფი გააქტიურება 2022 წლის ზაფხულისკენ მიმდინარე აღმავალი ტენდენციით. უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: პირველადი ან მეორადი უძრავი ქონება, ადგიმდებარეობა და ინფრასტრუქტურა. 2020 წლის გაზაფხული - ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელია ღირებულების ზრდა ემიგრანტების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო.

საქართველოს რომელ ქალაქშია უფრო ხელსაყრელი უძრავი ქონების შეძენა?

წლების მანძილზე თბილისი და ბათუმი ინვესტირებისთვის საკვანძო ქალაქებად რჩება. უძრავი ქონების ღირებულება თბილისში სტაბილურად მაღალია მთელი წლის მანძილზე. ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელია ქალაქის ცენტრალური უბნები განვითარებული ინფრასტრუქტურითა და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობით. მოთხოვნა ბათუმის მშენებარე პროექტებზე რჩება სტაბილურად მაღალი ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე და ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს ტურისტების ნაკადის ზრდის და საცხოვრებლის საინვესტიციო მიმზიდველობის გამო.

საქართველოს რომელ ქალაქში შეიმჩნევა უძრავი ქონების სწრაფი ზრდა?

გონიო - ქალაქი უძრავი ქონების ყველაზე სწრაფად მზარდი ღირებულებით საქართველოში. გონიოში უძრავი ქონების საშუალო ღირებულება ზაფხულის თვეებში 1117,5 აშშ დოლარია, რაც გაზაფხულზე 164,5 აშშ დოლარით მეტია. გაძვირება უკავშირდება ქალაქის ხელსაყრელ მდებარეობას, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე. გონიო იზიდავს ელიტარული უძრავი ქონების დეველოპერებს ხელსაყრელი ლოჯისტიკის, ეკოლოგისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის გამო. განაშენიანებისთვის ხელსაყრელი მიწის ნაკვეთების შეზღუდული რაოდენობა ასევე ხელს უწყობს უძრავი ქონების ფასების ზრდას.

2022 წლის გაზაფხული-ზაფხული, რამდენად შეიცვალა უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში?

უძრავი ქონების პირველად ბაზარზე საცხოვრებლის ღირებულება ინარჩუებს ზრდის ტენდენციას.

ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ქალაქებში - გონიოსა და ქობულეთში. გონიოში ქონების საშუალო ფასი 164,5 აშშ დოლარით გაიზარდა. გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი 953 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2022 წლის ივლისში - 1117,5 აშშ დოლარი. საცხოვრებლის ფასი ოდნავ ჩამორჩება ქობულეთში, სადაც შეიმჩნევა ზრდა 112,33 აშშ დოლარით. 2022 წლის ზაფხულში საშუალო ღირებულება 904 აშშ დოლარს შეადგენს.

2022 წლის ივლისში საქართველოს ორ საკურორტო ქალაქში - გუდაურსა და მახინჯაურში ახალაშენებულ შენობებზე ფასების უარყოფითი ტენდენცია შეინიშნება. სათხილამურო კურორტ გუდაურში უძრავი ქონების ღირებულებამ ზაფხულში 1397 აშშ დოლარი შეადგინა, რაც - 22,67 აშშ დოლარით ნაკლებია გაზაფხულზე - 1419,67 აშშ დოლარი. კურორტ მახინჯაურში საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასი - 52,33 აშშ დოლარით შემცირდა და შეადგინა 834 აშშ დოლარი.

ფასები სტაბილურად მაღალია საქართველოს მსხვილ ქალაქებში - თბილისსა და ბათუმში. დედაქალაქში უძრავი ქონების ღირებულების 41 აშშ დოლარით მატება შეინიშნება. თბილისში საცხოვრებლის საშუალო ღირებულება გაზაფხულზე 854,67 აშშ დოლარი იყო, ხოლო ზაფხულში - 896,5 აშშ დოლარი. 2022 წლის ივლისში ბათუმში ბინის შეძენა შეგიძლიათ საშუალოდ 841 დოლარად, რაც გაზაფხულზე 65,67 აშშ დოლარით მეტია.

ბაკურიანში, ქუთაისსა და კვარიათში ფასების ზრდის იგივე დინამიკა შეინიშნება: 41 აშშ დოლარი, 42 აშშ დოლარი და 41,67 აშშ დოლარი. ივლისში საცხოვრებლის საშუალო ღირებულება ბაკურიანში 1121 აშშ დოლარია, ქუთაისში - 570 აშშ დოლარი და კვარიათში - 1500 აშშ დოლარი.

ფასების ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი რყევები ზუგდიდის, რუსთავის და ჩაქვის უძრავი ქონების პირველად ბაზარზე შეინიშნება. ივლისში ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულება 25 აშშ დოლარით გაიზარდა. ზაფხულში ფასი 618 დოლარია, ხოლო გაზაფხულზე - 618 აშშ დოლარი. რუსთავში ფასი 22,33 აშშ დოლარით გაიზარდა, ივლისის საშუალო ღირებულება 521 აშშ დოლარი იყო. ჩაქვში საცხოვრებელი ფართის ფასი - 1216 დოლარია, რაც გაზაფხულზე 29,33 აშშ დოლარით მეტია.

საქართველოს რომელ ქალაქებს უნდა მიაქციოთ ყურადღება უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელების დროს?

ქუთაისი - ქალაქი სადაც ბოლო დროს ტურისტული მიმზიდველობის ზრდა საგრძნობლად შესამჩნევია, ხოლო უძრავი ქონების ღირებულება დაბალი რჩება.

რუსთავი მუდმივი საცხოვრებლის შესაძენად საკმაოდ მიმზიდველი ქალაქია. მთავარი უპირატესობა დედაქალაქთან სიახლოვე და თბილისთან შედარებით დაბალი ფასებია.

მახინჯაური მხოლოდ ახლა იწყებს ტურისტული ინფრატრუქტურის განვითარებას, ამის გათვალისწინებით ფასები საცხოვრებელ ბინებზე ბათუმთან შედარებით დაბალია.

უფრო მეტი აქტუალური ინფორმაცია დეველოპერებსა და საქართველოს მშენებარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ Korter- ის სერვისზე.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა