ოთარ თოიძე - ექსპერტები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ - მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სარისკო იქნება

ნევროლოგ ოთარ თოიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სარისკო იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

თოიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან კომისიის ბოლო შეხვედრის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.

“გრძელდება კომისიის შეხვედრები პაციენტთან. უკანასკნელად ეს მოხდა ერთი თვის წინ. ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესებულია, გარდა ამისა არის ახალი ანალიზები და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებსაც გავიცნობით და მოვემზადებით უცხოელი ექსპერტების დასახვედრად. ექსპერტები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ, დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიჩქარით მოახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას.

ყველამ ნახა მიხეილ სააკაშვილის რეაქცია გადაყვანის დროს. ამიტომ ამის განმეორება ავადმყოფობის მე-9 თვეზე საკმაოდ სახიფათო იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, ვიცით, რომ უკანასკნელი დღეებია თავს სუსტად გრძნობს. სარისკო იქნება მისი ტრანსპორტირება”, - განაცხადა თოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს