მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე  - „ემპათიას“ შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩამოჰყავს - ეს იქნება მნიშვნელოვანი ექსპერტიზა

ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარინა ჯიშკარიანის განცხადებით, ცენტრ „ემპათიას“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩამოჰყავს.

მისი შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.

“ეს გახლავთ ექსპერტიზის ფარგლებში მორიგი ვიზიტი. იცით , რომ ექსპერტიზა გრძელდება და შესაძლებელია კიდევ განხორციელდეს სხვა ვიზიტებიც. ჩვენ ვითხოვდით სხვა აპარატურის გამოყენებით გარკვეულ კვლევებს, მაგრამ გუშინ საგამოძიებო უწყებაში, რა ვიდეო მასალებიც ვიხილეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლევები გარეთ გაყვანით არ იქნას მოთხოვნილი. ბევრ დასკვნაში გვიწერია, რომ საქართველოში, პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის დაყოვნებაც კი, ვინაიდან არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ეს ფაქტები გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეუთავსებელია პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მით უფრო რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტურად. შესაბამისად, შეუძლებლად გვესახება აქ მოხდეს მისი ადეკვატური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კადრები ნათლად ადასტურებს იმ დებულებებს, რაც ჩვენს დასკვნაშია ასახული. ეს არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდების გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის და საქართველო კანონმდებლობის ჯანდაცვის მიმართულებით უხეში დარღვევა. გარდა ამისა ვიხილეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია მე-12 დან მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას. ეს არის არასრულყოფილი, ეს არის საბჭოთა კავშირის სტანდარტი,შესაბამისად, ეს გამოძიება ეფექტურად ვერ ჩაითვლება, ასეთ შემთხვევაში შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან არაადეკვატურია ქმედებები და ქცევები , როგორც იქცევა პენიტენციური სამსახური”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილია 5 ექსპერტზე განაცხადი, რათა მოხდეს მათი ლიცენზიების აღიარება.

“ძალიან ცნობილი ექსპერტები არიან, მათ შორის ცენტრ “ემპათიას” ჩამოჰყავს შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის პირადი მრჩეველი. შესაბამისად, ეს იქნება ერთობლივი და მნიშვნელოვანი ექსპერტიზა”, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა