თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევის არავითარი საშიშროება არ დგას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ამის არავითარი საშიშროება არ დგას. ჩვენ, როგორც აქამდე, ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა, ევროპული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს განხორციელებული, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული, თუნდაც ის, რომ ქართული პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა, კიდევ ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ, იმ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.