ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა, მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს

წლების განმავლობაში არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ევროპა შესაძლოა ახალი ატომური სადგურის კატასტროფის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაარღვია უსაფრთხოების სტანდარტები, არამედ იმიტომ, რომ რომელიღაც სახელმწიფო განზრახ იყენებს ატომურ სადგურს ტერორისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამას აკეთებს ახლა რუსეთი.

„თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში - ისინი თავად აკეთებენ ყველაფერს, რომ ბირთვული კატასტროფის რისკი მაქსიმალური იყოს და მთელ მსოფლიოს მოატყუონ, რომ ვიღაც სხვა არის, როგორც ჩანს, დამნაშავე.

ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა ამ საფრთხისგან. დავიცვათ ყველამ ერთად და ალბათ, არა მარტო ევროპა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ სადგურზე წლების განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა უკრაინელების, ან ყველა ევროპელის უსაფრთხოებას. ახლა კი, რუსული საოკუპაციო არმია იყენებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტერორისა და შეიარაღებული პროვოკაციებისთვის.

„რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები მივიდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, მათი ტანკები ისროდნენ. სადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალის განთავსებით, რუსმა სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ მთელ ევროპას აყენებენ ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე. და, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, როდესაც მისი ჯარები დაბომბავს ატომურ ქარხანას, მათ შორის სარაკეტო არტილერიით. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა და რეალურად მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს სავარაუდო კატასტროფით“ ,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო